Thursday, August 15, 2013

სოფ. ციხიის ტოპონიმები და გვარზემეტები

პროექტის სახელწოდება: სოფ. ციხიის ტოპონიმები და გვარზემეტები.
პროექტის მთავარი იდეა: ციხიის უბნების აღწერა.
ტოპონიმებისა და გვარზემეტების ისტორიის მოძიება.
პროექტის აქტუალობა:ჩვენი სოფლის ტოპონიმებისა და გვარზემეტების აღწერისას მოსწავლეები დაადგენენ  სოფლის სხვადასხვა უბნის სახელწოდებათა ეტიმოლოგიას,გვარზემეტების წარმომავლობას,შეისწავლიან თავიანთი სოფლის წეს-ჩვეულებებს.გადაიღებენ სურათებს,ვიდეო მასალას გაამზადებენ,შეადგენენ სოფლის გეგმას.
პროექტის მიზნები:მოსწავლეები გაეცნონ თავიანთი სოფლის გეოგრაფიულ მდებარეობას,უბნებს,ტოპონიმებს,მათ ისტორიას;
·         შეიძენენ კვლევის უნარ-ჩვევებს;
·         ინტერვიუს აღების უნარ-ჩვევებს;
·         დისკუსიის გამართვის უნარ-ჩვევებს;
·         განუვითარდებათ შემოქმედებითი უნარ-ჩვევა;
მონაწილეთა ასაკი:12-13 წელი;
ვადები: 2 სამუშაო კვირა;
შედეგები:მოსწავლეები დააზუსტებენ თავიანთი სოფლის გეოგრაფიულ ადგილ-მდებარეობას.
·         გაიგებენ სოფლის უბნებისა და გვარზემეტების წარმომავლობას;
·         მოსწავლეები შეიძენენ ასევე კვლევის უნარ-ჩვევებს;
·         გაიუმჯობესებენ  წერისა და კითხვის ჩვევებს;
·         განუვითარდებათ ინტერვიუს აღების,დისკუსიის გამართვის უნარი.
მოსწავლეები შექმნიან სოფლის გეგმას პირობითი ნიშნების გამოყენებით,
გააკეთებენ ფოტოალბომს,გამოიყენებენ ...-ის და მასალებს განათავსებენ ინტერნეტში.
პროექტისათვის საჭირო რესურსები:ფოტოაპარატი,ფოტოალბომი,სტენდი,სახატავი ალბომი,ფერადი ფანქრები,მარკერები,პროექტი,კომპიუტერი,ვიდეოკამერა.
პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები):
·         თემის შერჩევა.
·         საკვლევი მასალის გადანაწილება.
·         ინფორმაციის მოძიება.
·         სოფლის წარმატებულ და ღვაწლმოსილ ადამიანებთან შეხვედრა.
·         ინტერვიუების აღება და განხილვა.
·         აუდიო და ვიდეომასალის მომზადება.
·         ინფორმაციის შეგროვება,შეჯერება,საკითხში ჩაღრმავება.
·         ინფორმაციის ორგანიზება.
·         ფოტოალბომებისა და სტენდის დამზადება,ბუკლეტის გაკეთება.
·         პროექტის ინტერნეტში განთავსება.
·         პროექტის შემაჯამებელი შეფასება.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ისტორიასთან, გეოგრაფიასთან,...-თან.
მოსწავლეები ისწავლიან ერთმანეთის მოსმენას,აზრთა გაცვლა-გამოცვლას, კომპიუტერის გამოყენებას, პროექტის დაგეგმვასა და განხორციელებას, შეისწავლიან თავიანთი სოფლის წეს-ჩვეულებებს,ტრადიციებს.
პროექტის ხელმძღვანელი:   ეკა აბესაძე
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:   ekaabesadze55@gmail.com
პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:  http://ekaabesadze55.blogspot.com

No comments:

Post a Comment