Thursday, August 15, 2013

სოფ. ციხიის ტოპონიმები და გვარზემეტები

პროექტის სახელწოდება: სოფ. ციხიის ტოპონიმები და გვარზემეტები.
პროექტის მთავარი იდეა: ციხიის უბნების აღწერა.
ტოპონიმებისა და გვარზემეტების ისტორიის მოძიება.
პროექტის აქტუალობა:ჩვენი სოფლის ტოპონიმებისა და გვარზემეტების აღწერისას მოსწავლეები დაადგენენ  სოფლის სხვადასხვა უბნის სახელწოდებათა ეტიმოლოგიას,გვარზემეტების წარმომავლობას,შეისწავლიან თავიანთი სოფლის წეს-ჩვეულებებს.გადაიღებენ სურათებს,ვიდეო მასალას გაამზადებენ,შეადგენენ სოფლის გეგმას.
პროექტის მიზნები:მოსწავლეები გაეცნონ თავიანთი სოფლის გეოგრაფიულ მდებარეობას,უბნებს,ტოპონიმებს,მათ ისტორიას;
·         შეიძენენ კვლევის უნარ-ჩვევებს;
·         ინტერვიუს აღების უნარ-ჩვევებს;
·         დისკუსიის გამართვის უნარ-ჩვევებს;
·         განუვითარდებათ შემოქმედებითი უნარ-ჩვევა;
მონაწილეთა ასაკი:12-13 წელი;
ვადები: 2 სამუშაო კვირა;
შედეგები:მოსწავლეები დააზუსტებენ თავიანთი სოფლის გეოგრაფიულ ადგილ-მდებარეობას.
·         გაიგებენ სოფლის უბნებისა და გვარზემეტების წარმომავლობას;
·         მოსწავლეები შეიძენენ ასევე კვლევის უნარ-ჩვევებს;
·         გაიუმჯობესებენ  წერისა და კითხვის ჩვევებს;
·         განუვითარდებათ ინტერვიუს აღების,დისკუსიის გამართვის უნარი.
მოსწავლეები შექმნიან სოფლის გეგმას პირობითი ნიშნების გამოყენებით,
გააკეთებენ ფოტოალბომს,გამოიყენებენ ...-ის და მასალებს განათავსებენ ინტერნეტში.
პროექტისათვის საჭირო რესურსები:ფოტოაპარატი,ფოტოალბომი,სტენდი,სახატავი ალბომი,ფერადი ფანქრები,მარკერები,პროექტი,კომპიუტერი,ვიდეოკამერა.
პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები):
·         თემის შერჩევა.
·         საკვლევი მასალის გადანაწილება.
·         ინფორმაციის მოძიება.
·         სოფლის წარმატებულ და ღვაწლმოსილ ადამიანებთან შეხვედრა.
·         ინტერვიუების აღება და განხილვა.
·         აუდიო და ვიდეომასალის მომზადება.
·         ინფორმაციის შეგროვება,შეჯერება,საკითხში ჩაღრმავება.
·         ინფორმაციის ორგანიზება.
·         ფოტოალბომებისა და სტენდის დამზადება,ბუკლეტის გაკეთება.
·         პროექტის ინტერნეტში განთავსება.
·         პროექტის შემაჯამებელი შეფასება.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ისტორიასთან, გეოგრაფიასთან,...-თან.
მოსწავლეები ისწავლიან ერთმანეთის მოსმენას,აზრთა გაცვლა-გამოცვლას, კომპიუტერის გამოყენებას, პროექტის დაგეგმვასა და განხორციელებას, შეისწავლიან თავიანთი სოფლის წეს-ჩვეულებებს,ტრადიციებს.
პროექტის ხელმძღვანელი:   ეკა აბესაძე
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:   ekaabesadze55@gmail.com
პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:  http://ekaabesadze55.blogspot.com

Wednesday, August 14, 2013

ეკა აბესაძე

მე,ეკა აბესაძე,დავიბადე 1977 წლის 12 სექტემბერს ტყიბულის რაიონის სოფელ კურსებში.1994 წელს დავამთავრე კურსების საშუალო სკოლა,სწავლა განვაგრძე ქ.ქუთაისის აკ.წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფილოლოგიის ფაკულტეტზე ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით
1999 წელს დავამთავრე აღნიშნული სასწავლებელი და მუშაობა დავიწყე ტყიბულის რაიონის სოფელ ხრესილის საჯარო სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად.
2000 წლიდან დღემდე ვმუშაობ სოფელ ციხიის საჯარო სკოლაში ჩემი სპეციალობით.
მყავს მეუღლე და 3 შვილი.